4 პირი დაკავებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის– ამის შესახებ ამ წუთებში ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ავრცელებენ.
შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 4 პირია დაკავებული.
შეგახსნებთ, რომ ვითარება ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაიძაბა, რასაც შეხლა-შემოხლა და აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა.