4 ივნისს, 12:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება – ამის შესახებ განცხადებას, საქარტველოს საპატრიარქო ავრცელებს.
- “გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს”. – ნათქვამია განცხადებაში.