4 წელი ექნებათ თავიანთი სათქმელისთვის – ელისაშვილი მელიასთვის სიტყვის არ მიცემაზე

“4 წელი ექნებათ თავიანთი სათქმელისთვის “- ასე ეხმაურებაბა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მმართველი გუნდის მიერ საპარლამენტო სხდომის ნაადრევად დასრულებას და პარლამენტში ენმ-ის დეპუტატებისთვის გამოსვლის საშუალების შეზღუდვას.

“ნაციონალურ მოძრაობას 4 წელი ექნება იმისთვის, რომ თავის სათქმელი თქვას. იმედს დავიტოვებ, რომ ეს სათქმელი იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო, რაც არ იყო ბოლო 7 თვის განმავლობაში”, – ამბობს ელისაშვილი.

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ისე დაასრულა, რომ ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას ფრაქციის დროით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.