“მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს არის პატარა ნამცეცი, რომელიც არის გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. მან ეს მიიღო.
ეს ისტორიული დღეა – მასზე ხშირად ამბობენ ასეთ რამეს: მოინანოის, შეინანონს. მინდა გითხრათ, რომ სინანული, ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც სამწუხაროდ ბევრჯერ გვინახავს.
ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. იგი ეზიარა ღირსეულად და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია”
თქვა მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.