“ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები, რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და არამარტო განწყობებით, არამედ საქმით. მაგალითად, იგივე პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკოვიჩთან, გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი. ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებელი ადამიანები, დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინელი პატრიოტები. მათ ფაქტებსა და განცხადებებს შორის არის პირდაპირი კავშირი, ჩვენ ასე გვგონია. ის რომ მათ უნდათ დღეს საქართველოში ომი და ის რომ წარსულში იყვნენ დაკავშირებული იანუკოვიჩთან, ამ ორ ფაქტს შორის არის პირდაპირი კავშირი. შესაბამისად, ჩვენ ყველას უნდა შევახსენოთ, ვინ არის პოდოლიაკი, გონჩარენკო, სხვები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში ომის გაჩაღებას და იმას, რომ რუსებმა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსზე და რადას დეპუტატზე.