400 ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საპროტესტო აქციებისას, 400-ლარიანი დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკბელაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის  ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურა მათ  400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.

ადვოკატები ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროცესზე შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა და მას დახმარება დასჭირდა.

400 ლარიანი რკინის ღობის “ზარალი” ჯერ კიდევ ივლისშია ანაზღაურებული.