41 ნომრით წარდგენილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს – კახა კალაძე

ამ არჩევნებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ახლაც ღირსეულად გამოვალთ და 41 ნომერით წარდგენილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მცხეთაში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე.

მისი თქმით, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება და „ჩვენი ვალია, რომ სწორედ ამ ფასეულობების შენარჩუნებით გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ და ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ერთიან ევროპულ ოჯახში“.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მცხეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტურიზმის გარდა, ყურადღება ექცევა მოსახლეობისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და ერთად ყველა იმ პრობლემას გადავლახავთ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარება სახელმწიფოს რესურსებისა და ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში რთულია, თუმცა ყველანი კარგად ხედავთ, რომ წლების მანძილზე, სახელმწიფო გვერდით უდგას საკუთარ მოქალაქეს, ზრუნავს მის სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, უქმნის პირობებს, რათა პროდუქცია აწარმოოს ან მზარდ ტურისტულ სექტორში იმუშაოს და საკუთარ ოჯახში შემოსავალი შეიტანოს.

რა თქმა უნდა, ამის ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს. ეს არის თუნდაც სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისარგებლა. თუმცა ჩვენ ამ ყველაფერზე არ უნდა შევჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ეს მიმართულებები, რომ მეტი კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ.

ამ და სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი სწორება განათლებაზე გააკეთა, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ და შემდეგ მათი განათლება ისევ გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თქვენ იცით, რომ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება არის დაწყებული. იცით, რომ პედაგოგებს გავუზარდეთ ანაზღაურება, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა. ასევე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათლება მიიღონ ნორმალურ პირობებში.

მომდევნო წლებში, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი სწორედ განათლება და თითოეული ოჯახის ეკონომიკურად გაძლიერება იქნება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ არსებობს გამოწვევები, პრობლემები, მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ ღირსეულად.

დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, მას ექნება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. რადგან ერთ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, პოლიტიკა, ბიზნესი თუ სპორტი, შეუძლებელია, მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი. აქაც თუ არ იქნება თქვენი თანადგომა, შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი და მე მჯერა, რომ როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებზე ხდებოდა, მცხეთა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს.

ამ არჩევნებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ახლაც ღირსეულად გამოვალთ და 41 ნომერით წარდგენილი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, – თქვა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია...

ვენახებიდან ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძნის მოპარვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან...

გავჩერდებით მაშინ როცა სომხეთი სრულად გაიყვანს ჯარებს ყარაბაღიდან – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას,  განაცხადა, რომ საბრძოლო...

არჩევნებამდე ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა, ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – ბურჯანაძე დავით-გარეჯზე

" არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ...

სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება – სომხეთის განათლების მინისტრი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანი მოითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ...

დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერთ დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო...

თელავში ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსი ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს და მას COVID-19 გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ინფიცირებულს ამ ეტაპზე ვირუსის...

“ლელომ” საარჩევნო სია წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის წევრები...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო