“ერთობის ძალა ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“–სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება 31 მარტს – საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერნდუმის და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს:

 

“რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე, თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.
საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
ნათელში იყოს მისი სული!
ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქ გვერდზე და რეფერენდუმის ბიულეტენის ფოტოს აქვეყნებს.