43-ე წელია გვაგრძნობინებს, რაოდენ ტკბილია უფალი – მეუფე შიო ილია II-ზე

მეუფე შიო პატრიარქა აღსაყდრების დღეს ულოცავს და ამბობს, რომ ის საზოგადოებას აგრძნობინებს, “რაოდენ ტკბილია უფალი”.

“ჩვენ 25 დეკემბერს ყოველთვის საზეიმოდ აღვნიშნავთ ილია მეორის აღსაყდრების დღეს. პანდემიიდან გამომდინარე ეს წელს ვერ მოხერხდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების დღე. მადლობა ვუთხრა მას დიდი ღვაწლისთვის, 43-ე წელია, რაც მისი უწმინდესობა მიუძღვის ჩვენს ერს როგორც სულიერი მამა და არის მაგალითი იმისა, რომ უშურველად მთელს თავის ცხოვრებას უთმობს სასუფევლის მოპოვებას. ჩვენი უწმინდესი არის ჭეშმარიტი მსახური და მონა უფლისა, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ და ღმერთის საქორწინო ნადიმისკენ. ასევე, მისი პიროვნებით და მისი მამობრივი სიყვარულით გვაგრძნობინებს რაოდენ ტკბილია უფალი, ამითაც მოვყავართ ეკლესიაში მისი დიდი მოწყალებით, ლმობიერებით და სიბრძნით”,- ამბობს პატრიარქის თანამოსაყდრე.