საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ხელისუფლების საკარანტინო პოლიტიკას ფეისბუქზე აკრიტიკებს. დღეს რამდენიმე მინისტრმა განაცხადა, რომ არ აპირებენ აღდგომის ღამეს წირვას დაესწროს:
“ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაგალითად, ღამისთევის წირვაზე არ წავლენ და მედიით მიადევნებენ თვალს.
ეს იცით რას ნიშნავს? ომში რომ ხელისუფლებამ თქვას, ჩვენ ტელევიზორში ვუყურებთ და თქვენ იბრძოლეთო.
ანუ გამოდის, რომ რასაც საკუთარ თავს არ უსურვებენ, იმის შესაძლებლობას სხვას აძლევენ?
როგორც ხელისუფლება, თუ თვლით, რომ შეიძლება – მაშინ კეთილი ინებეთ და დადექით სხვებთან ერთად თქვენც.
თუ თვლით, რომ საშიშია, მაშინ ამდენი აკრძალვების, მათ შორის არაერთი არაადეკვატური აკრძალვის ფონზე, ნუ მისცემთ სხვებს იმის უფლებას, რასაც თავად არ გააკეთებდით.
სამარცხვინო ფარისევლობა და გარეწრობაა, რასაც თქვენ აკეთებთ “ოცნებავ”.– წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად სააღდგომო წირვის ჩატარებას მაინც აპირებს.