პრეპარატმა ივერმექტინმა კორონავირუსი უჯრედულ დონეზე 2 დღეში დათრგუნა
კორონავირუსთან საბრძოლველად მთელი მსოფლიოს მეცნიერები და მედიკოსები არიან გაერთიანებული. მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევა და პრეპარატების ტესტირება. ვირუსზე გამარჯვება თანდათან რეალური ხდება.
ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის და მელბურნის სამეფო ჰოსპტლის მეცნიერებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ანტიპარაზიტული პრეპარატი ივერმექტინი Covid-19-ს ეფექტურად ებრძვის.
პრეპარატს ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს. 48 საათის მანძილზე მას შეუძლია კორონავირუსის გავრცელება უჯრედულ დონეზე დათრგუნოს. ივერმექტინი ლაბორატორიულ პირობებში გამოიცადა.
ის უჯერედების დაინფიცირებიდან ორი საათის შემდეგ გამოიყენეს. პრეპარატის ერთმა დოზამ რიბო ნუკლეინის მჟავის 93%–ით დაქვეითება გამოიწვია, ორი დღე–ღამის შემდეგ კი 99%–ზე მეტად.
“ამგვარად პრეპარატის გამოყენება იწვევს ვირუსის მასალის პრაქტიკულად სრულ განადგურებას“ – ასეთი დასკვნა გამოაქვს Antiviral Research–ს კვლევის შედეგად.
ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ივერმექტინის შესწავლისას გაირკვა, რომ მას ნიმუშებზე არავითარი ტოქსიკური გავლენა არ მოუხდენია. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ნივთიერება შეძლებს დაავადებისას გართულებების თავიდან აცილებას და ადამიანებს შორის ინვექციის გადადების რისკს შეამცირებს.