ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 45 ახალი შემთხვევიდან 5 უკავშირდება თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს, 23 შემთხვევა კი აჭარაში გამოვლინდა.
“3 უკავშირდება დონას კლასტერს, 19 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალი ავერსის კლინიკიდან, 4 შემოტანილი, მათგან 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით”, — აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.