$46.5 მილიონის გაყიდვის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ $46.5 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 3.3138 ლარი გახდა.

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.9424 ლარი გახდა.

მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 822.6 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.