“თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვუშვებთ, ხვალ შეიძლება უკან დავბრუნდეთ და ყველაფერი, რაც მათ შორის თქვენი მხარდაჭერით არის გაკეთებული, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეთ, შესაძლოა, ჩაგვეყაროს წყალში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყარეს კენჭი.
მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა მზადაა და საზოგადოებას პარასკევს წარედგინება.
„საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას უნდა დაუჭიროთ მხარი იმიტომ, რომ ჩვენ თუ დღეს ამ შეზღუდვებს, რომელთა ნაწილი გეთანხმებით, რომ ხვალ და ზეგ მოსახსნელია, ერთიანად მოვხსნით, შეიძლება უკან დავბრუნდეთ და ყველაფერი, რაც მათ შორის თქვენი მხარდაჭერით არის გაკეთებული, როცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეთ, ჩაგვეყაროს წყალში. ეს არ უნდა დაუშვათ არც ჩვენ და არც თქვენ. შეზღუდვების მოხსნის გეგმა შემუშავებულია და დეტალურად პარასკევს წარმივადგენთ“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.