კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში ფერმერი დააყაჩაღეს და 4000 ლარის ოდენობის თანხა გასტაცეს. ინციდენტი 2 დღის წინ კომენდანტის საათის დროს მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ფერმერს თავს საკალმახეში დაესხნენ.
კასპის შს სამმართველოს თანამშრომლები გამოძიებას ყაჩაღობის მუხლით აწარმოებენ.