472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 – თბილისში – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 – თბილისში.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი თქმით, 68 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება, 8-8 სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, 6 – შიდა ქართლს, ხოლო 5-5 კახეთსა და მცხეთა-მთიანეთს.

ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში 4 672 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისი თქმით, 60 კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 59 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.