48 საათში, ისრაელმა ჯამში 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო

48 საათში, ისრაელმა ჯამში 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო – ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორთან მდებარე ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

ჰაგარის თქმით, საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15 ევაკუირებულია, ხოლო იმ ქალაქებს, რომლებშიც ღაზის სექტორიდან ტერორისტებმა შეღწევა შეძლეს, ისრაელი ტანკებითა და ავიაციით დაიცავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ცნობით, “ასე სწრაფად ამ რაოდენობის რეზერვისტების მობილიზება ამ დრომდე არასდროს მომხდარა” – უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ისრაელმა 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო.