პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისში ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება 1 მარტამდე არ აღდგება.