5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, მათ შორის 6 წლის მოზარდი – სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ორი ახალი პაციენტი დაემატა. მისი თქმით, საავადმყოფოდან 5 პაციენტი გაეწერა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია.

“ბოქსირებულ სექტორში არის 63 პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირებული არის 54. გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა, ორივე არის ცნობილი კლასტერებიდან. ერთი არის თეთრიწყაროს ექთანი, მეორე ბოლინისიდანაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 9. გვყავს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი, აქედან ერთი არის 6 წლის მოზარდი. გვაქვს 6 საყურადღებო შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 დაინფიცირდა. განკურნებულთა რაოდენობაა 372-ია, ხოლო ინფიცირებულთა – 647 .