შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა.
გამოძიება სსკ-ს 137-ე მუხლის 4 “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს (დანაშაული ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით).
დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ეს ფაქტი თებერვლის დასაწყისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ბრალდებული ბავშვების ნათესავია.