5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, წითელმა ჯვარმა მარიუპოლში შესვლა ვერ შეძლო

წითელი ჯვარის საერთოაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, 5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, გასულ კვირას წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო.

მისი განცხადებით, წითელი ჯვრის მანქანები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში შეაჩერეს.  მიუხედავად ამისა, პასკალ ჰუნდტის თქმით, წითელი ჯვრის გუნდმა გზაზე ლტოლვილების შეგროვება მოახერხა და ზაპოროჟიემდე 1000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიაღწია.

მანვე აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი მსგავსი ოპერაცია უნდა განხორციელდეს უახლოეს დღეებსა და კვირებში, ორგანიზაცია კი კავშირშია რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან უსაფრთხო ევაკუციის შესათანხმებლად.