5 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 538 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 498 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.

5 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 261 018
  • გამოჯანმრთელებულია – 252 246
  • გარდაცვლილია – 3 258
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 16 808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 163, PCR ტესტით – 7 645
  • კარანტინის რეჟიმში – 478
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 287
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 274