5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენს. ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.