5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში, რა სტაბილურობაზრეა საუბარი – მამუკა ხაზარაძე

“5 პრემიერი, 5 პარლამენტის თავჯდომარე 9 წელიწადში, რა სტაბილურობაზრეა საუბარი” – ასე ეხმაურება, პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.

“5 პრემიერი;

5 პარლამენტის თავჯდომარე;

9 წელიწადში;

რა სტაბილურობაზეა საუბარი, რა საგარეო ურთიერთობაზე;

რა ეკონომიკურ პროგრამებზე,

რა ინვესტიციაზე და

რა სამუშაო ადგილებზე?

რა ნიშნით ინიშნებიან,

რის გამო თავისუფლდებიან?

სად არის პროგრამა,

სად არის ანგარიში?

სად არის პასუხისმგებლობა?არაფერი ასეთი!

ასე ხდება მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც თავისუფლების გემო დავიწყებულია, რომელშიც ხმები იყიდება, რომელშიც სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება დუმს, რომელშიც ქვეყნის თითქმის ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია ერთი კაცის მიერ. ბრძოლა გრძელდება!

ბრძოლა ამ მარაზმის დასამთავრებლად და ნამდვილი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად”. – წერს მამუკა ხაზარაძე.