რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 29 ივლისის ღამით 5 რუსულ ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო. მათი თქმით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კი 39 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ვორონეჟის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დრონის ვარდნის შედეგად გაზოპროვოდის დასახლებაში “კომუნალური ინფრასტრუქტურის” შემადგენელი ობიექტი დაზიანდა. არავინ დაშავებულა.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის თქმით, 29 ივლისის ღამით გლაზუნოვსკის რაიონში 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. მისი თქმით, დრონების ნაწილების დაცემისას ადგილობრივი ელექტროსადგური დაზიანდა.