შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა დაარეგისტრირა. ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
“მთავარი ფოკუსი იქნება რუსული კვალი და გავლენა, რადგან ამ კონკრეტულ თემაზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ადგილობრივი ექსპერტების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ამ მოვლენების უკან შეიძლება იყოს კრემლი. ყველა საკითხის გამოძიებისთვის დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – თქვა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.