“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 5 ივლისის მოვლენების გამო უნდა გადადგეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრი, წესით 5 ივლისის გამო უნდა გადადგეს და უნდა გადამდგარიყო. 5 ივლისს რაც ხდებოდა – პოლიცია არ არსებობდა. პოლიცია იმისთვის არის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას. სად იყო საზოგადოებრივი წესრიგი? ხალხს სახლში უვარდებოდნენ და გარბოდნენ-გარბოდნენ. „არ ვიცოდით ლოკაცია“ – დღევანდელი განცხადება რა იყო?! აბა რისთვის არსებობთ, ეს თუ არ იცოდით?!
ნორმალურ ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა იმ უთავბოლობის გამო, რაც 5 ივლისს ხდებოდა. ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. „პრაიდის“ ორგანიზატორებთან მილაპარაკია კიდეც, რა არის გამაღიზიანებელი”,– თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.
ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტს სცემეს. მათი დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო.