უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა მისი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებებზე მოსკოვი უკრაინისგან მიუღებელ დათმობებს ითხოვს, უკრაინა კი მხოლოდ სამი რამით არის დაინტერესებული: უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ყირიმისა და დონბასის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტა და მტრის ჯარების გაყვანა.
კულებას განცხადებით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, რუსეთი კი ამაზე დათანხმდა.
მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიები გულისხმობს დაახლოებით ნატოს მე-5 მუხლის მსგავს პრინციპს.
“ესპანეთის, როგორც ნატოს წევრის უსაფრთხოების გარანტია არის მე-5 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ თუ ვინმე თავს დაესხმება მას, ყველა სხვა წევრი (ალიანსის) დაიცავს მას. ჩვენ გვინდა რაღაც მსგავსი. ანუ, თუ ვინმე თავს ესხმის უკრაინას, ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, მოუწევთ 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნონ ყველა საჭირო იარაღი, მიიღონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აგრესიის შეჩერების და სანქციების დაწესების მოთხოვნით”.- ამბობს კულება.