სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საღამოს 5 წუთის განმავლობაში სიარული შეძლო. მისი განმარტებით, დატვირთვას ნელ-ნელა გაუზრდიან.
“ჩვენ მივყვებით პროგრამას ყოველ დღე. ამის საშუალებას მისი ორგანიზმი გვაძლევს, ყველაფერი მიდის გეგმიურად. ნელ-ნელა უკეთესად ხდება ყველაფერი, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ყოველდღიურად ამიტომ მოვდივართ, მახვედრებენ ანალიზებს და ვაფასებთ. გუშინ ადინამიის შემდეგ კარგად იცით, რომ არ მოძრაობდა. პირველი მცდელობა ჰქონდა გუშინ დილით, გაიარა დერეფანში, ცოტა გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით 5 წუთის განმვალობაში შეძლო სიარული. ნელ-ნელა ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ”,- აცხადებს ელენე გიორგაძე.
ექიმი აღნიშნავს, რომ დინამიკა დადებითია, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი ნელ-ნელა უმჯობესდება.