2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ცნობილი [ლაზარე] გრიგორიადისი. შემდეგ 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან 1 იქნა შეწყალებული და 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში – ამას ჰქონდა ძალიან ცუდი ეფექტი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.
ახლა რა მოხდა, იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში – სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. […] არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. […] იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, როდესაც 500 ადამიანი უმძიმესი ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში? ამაზე მიპასუხეთ.