თბილისის საკრებულოს თავმჯდომრეობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, აქტივისტი, რომელმაც შადრევანი წითლად შეღება, 5000 ლარით დააჯარიმეს.
“უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშკარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ, მერიავ”,– წერს ხოშტარია.
აქტივისტმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ არსებული შადრევანი წითლად მას შემდეგ შეღება, რაც 5 ივლისის მასობრივი ძალადობის შემდეგ, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.