დედოფლისწყაროში კორონავირუსი სატვირთო მანქანის მძღოლს დაუდასტურდა, რაც კახეთში ინფიცირების პირველი შემთხვევაა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის თქმით, მძღოლმა მოსკოვიდან წამოიყვანა მგზავრი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლისას კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ეს პიროვნება ტრაილერის მძღოლია, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანის მცხოვრები წამოიყვანა, რომელიც იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე PCR-ზე და იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში”, – თქმა მარიეტა გონაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 783-მდე გაიზარდა, მათგან 605 განკურნებულია, 12 – გარდაიცვალა.