სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32,5 მილიონი ლარი საკარანტინე ზონებისთვის დაიხარჯა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობები ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირებასა და გრძელ მანძილებზე კვება.
საკარანტინო ზონებისთვის სასტუმროების დაჯავშნა 10 მარტიდან დაიწყო.
21 მარტიდან კი პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა: სასტუმროს ნომრის ღირებულება – 59 ლარი, საიდანაც სამჯერად კვებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის 25 ლარს შეადგენს.
22 მაისის მდგომარეობით 84 სასტუმროს 6 500-ზე მეტ ოთახში სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა გაიარა.