55 წლის რუსი ექიმი, რომელიც რუსეთში მოწამლულ ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ომსკის საავადმყოფო ავრცელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა გახდა მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი.
სერგეი მაქსიმიშინი ომსკის გადაუდებელი ჰოსპიტალის უფროსი ექიმი იყო.
ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის 20 აგვისტოს ნოვიჩოკით მოწამლეს, თავდაპირველად ომსკში, ხოლო შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ოპოზიციონერი რუსეთში დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. მას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.