“7 დან 1 საქართველოს მოქალაქე დაავადდა კოვიდით!
553 დან 1 საქართველოს მოქალაქე მოკვდა კოვიდით!
ბოლო ერთი კვირაა 100 ათას მოსახლეზე ამდენი ადამიანი არსად არ ავადდება (129) და ამდენი ადამიანი არცერთ ქვეყანაში არ კვდება (1.35) კოვიდით.
აცრით, ნიღბით და დისტანციით შენ შეგიძლია შეაჩერო ეს პროცესი!”
წერს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2354 ახალი შემთხვევა.