საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის ოთხი პირი დააკავა.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000 ლარს აღემატება” – წერია საგამოძიებო სამსახურს განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალად ედებათ სსკ-ის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.