თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალია, 8-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.
ასევე, მისი ცნობით, 5 საკონდიტრო დონას კლასტერს უკავშირდება, 14-ის დაინფიცირების წყარო ბათუმია, 4-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 18 – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი შემოტანილია.