მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა.
BBC-ის ცნობით, დევიდ ბენეტიმ, რომელსაც გულის ტერმინალური დაავადება ჰქონდა, ოპერაციიდან ორი თვის განმავლობაში იცოცხლა. მისი მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ გაუარესდა და ის 57 წლის ასაკში, 8 მარტს გარდაიცვალა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, უარყო თუ არა მისმა ორგანიზმმა უცხო ორგანო. ”მისი გარდაცვალების დროს აშკარა მიზეზი არ იყო გამოვლენილი,” – თქვა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
საავადმყოფოში განაცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზზე მეტ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან მის ექიმებს ჯერ არ ჩაუტარებიათ საფუძვლიანი გამოკვლევა. ისინი გეგმავენ შედეგების გამოქვეყნებას სამედიცინო ჟურნალში.
დევიდ ბენეტმა იცოდა ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და ოპერაციის წინ თქვა, რომ ეს იყო “გასროლა სიბნელეში”.