პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს, 18:00 საათზე პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებზე აქციას შეუერთდნენ.
“ყოველ დღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე! სანამ არ ვიხსნით ბავშვებს ტყვეობიდან არ უნდა გავჩერდეთ! დღეს 6ზე პროკურატურასთან შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ პასუხი ამ გაუგონარ სისასტიკეზე”,– წერს ხოშტარია.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, სრული ინფორმაცია არ აქვს.
გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.