“6 მაისს, საქართველოში ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა შემოვა”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირველი აცრა უკვე გაკეთებული აქვს.
“ასტრაზენეკა 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. ასტრაზენეკათი დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით 45 344 ადამიანია აცრილი. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – ფაიზერი, ასტრაზენეკა და ჩინური სინოფარმი.