გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიტიკურ ვითარებას აფასებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამეტში შესასვლელად საჭირო 1% ბარიერი 9 პარტიამ გადალახა, მათგან კი მხოლოდ ერთი შევიდა.
“დანარჩენ პარტიებში ასეთი სიტუაციაა: 7-მა პარტიამ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლა არ გამოვაო. ერთმა პარტიამ თქვა, ჯერ არ ვიცი გაყალბდა თუ არა და რამდენით გაყალბდა, მაგრამ თუ იქ ჩვენი პარტნიოები არ იქნებიან, შესვლას აზრი არ აქვსო და არ შესულა.
გამოხდა ხანი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებიდან 6-მა აიღო პარტიული საბიუჯეტო დაფინანსება, იმ არჩევნების შედეგების მიხედვით, რის ბათილობას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ზემორე ექვსიდან, სამი პარტიის წარმომადგენლებმა, პარლამენტს საკუთარი ანგარიში გაუგზავნა ხელფასის ჩასარიცხად და იმათ ჩაურიცხეს კიდეც. სხვები, ვინც აქამდე იყვნენ პარლამენტის წევრები, ასევე იღებენ და ხარჯავენ პარლამენტის წევრის ხელფასს (შეიძლება ვინმე იყოს გამონაკლისი)”,– წერს ხვიჩია.
მისი თქმით, ჭორების მიხედვით, პარტიებში არსებობენ ადამიანები, ვინც პარლამენტის მანდატის თქმის განცხადება განზრახ არასწორად შეავსო.
“ფულაღებული 6-დან, 5 პოლიტიკური პარტია, თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ადგილობრვ არჩევნებში, ჟვანიას ადმინისტრაციის პირობებშიც კი. ერთ–ერთი ფულაღებული პარტია პარლამენტში შევიდა, მაგრამ თან არ შევიდა, თქვეს საპარლამენტი სიაში რომ ხალხი გვეწერა, ეგ ხალხი პარტიის წევრები არ არიანო.
საყოველთაოდ მოარული ჭორების თანახმად, ზემორე პარტიებში არსებობს ხალხი, რომელმაც პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის განცხადება განზრახ არასწორად შეავსო, შესაბამისად დახარვეზებას ელოდება და არა დაკმაყოფილებას”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.
მისი შეფასებით, 8-დან 6 პარტიას ბიუჯეტიდან ფული აღებული აქვს, უბრალოდ “ცუდი მოსწავლესავით გაკვეთილებს აცდენს.”
“ერთი პარტია უკვე პარლამენტშია და არ ვარო იძახის. ვინც არ შედის, ხელფასს ითხოვს არ შესვლაში, ბიუჯეტიდან. ასევე არ შედიან ის პარტიები და პოლიტიკოსები, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში”,– აღნიშნავს ხვიჩია და გირჩს “ყველაზე მკაცრ ბოიკოტში” მყოფ ოპოზიციურ პარტიას უწოდებს, რომელიც ბიუჯეტის ფულს არ იღებს და არც მომავალში აპირებს აღებას:
“პარტია გამორიცხავს პარლამენტში შესვლას სანამ იქ მთავარი ოპოზიციური პარტია არ შევა და კონსტიტუციის ცვლილება არ გახდება შესაძლებელი. ამ პარტიას კონსტიტუციის შეცვლა უნდა იმ საქმისთვის, რის გამოც ბოლო 2 წელია იბრძვის ქართული საზოგადოება”.
ხვიჩია განმარტავს, რომ ამას გირჩი იმ რეალობაში აკეთებს, როცა პარტიიდან სიის პირველი ნომერი წავიდა და იგივე სახელწოდების ახალი პარტია დაარსა.
“მიზეზად კი მხოლოდ ის თქვა პარტიაში მაბულინგებდნენ, მხარდამჭერებს (რეალურად კი – არაადეკვატურ გასულებს) ოფისიდან აგდებდნენ და მოსაწევს ეწეოდნენო.
მე კი ჯანსაღ გირჩზე ვოცნებობდიო. აი ამ რეალობაში, ქართულ (მეტწილად პარტიულ) ფარისეველ საზოგადოებას საკუთარ განავალში აქვს ხელი ჩაყოფილი და ცდილობს, რაც ხელთ მოჰყვება, იმ ერთადერთ პარტიას ესროლოს, რომლის წინააღმდეგაც არ არსებობს პოლიტიკური ჩათლახობის არც ერთი მტკიცებულება და არც არასოდეს იარსებებს.
სწორედ ამაშია გირჩის ძალა. 2021 წელს ამაში დაგარწმუნებთ”,– წერს იაგო ხვიჩია.