ენმსა და ძალა ერთობაშიას სიის მე–16 ნომერი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მისი სიაში ყოფნის შესახებ დღეს გაიგო.
“დღეს, 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი. ზუსტად ასე არის, თუ არა და შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ აქ.
ზუსტად 6 საათზე გავიგე, რომ ვიყავი სიაში. დამირეკეს და მითხრეს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მითხრა. კობა ნაყოფიამ მითხრა. არ ვიცი, სხვას ამცნო თუ არა, მაგრამ კობასთან მქონდა კონტაქტი და მითხრა”,- ამბობს სანიკიძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გაიგო სიაში ჩაწერაზე დღეს, როცა ცესკოში ჩასაბარებელ ანკეტაზე მანამდე უნდა მოეწერა ხელი, გუბაზ სანიკიზე ასე პასუხობს:
“თავმდაბლობ ახლა, ვიფასებ თავს, თუ რა? რაც არის, იმას გეუბნებით. ვისაც არ გჯერათ, კისერი გიტეხიათ, რა. აუ, არ წაიღეს ტვინი, კაცო?!” – ამბობს სანიკიძე ტვ პირველთან საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ბლოკმა საარჩევნო სია წარადგინა.