”6 წლის ბავშვს თვალწინ მოუკლეს ჯერ მამა, მერე დედა ჯგუფურად გაუუპატიურეს, ეს ქალი გარდაიცვალა და ბავშვი გათეთრდა ”- აცხადებს მსახიობი კახა გოგიძე გადაცემაში „ჩაი“.
„6 წლის ბავშვს თვალწინ მოუკლეს ჯერ მამა, მერე დედა ჯგუფურად გაუუპატიურეს, ეს ქალი გარდაიცვალა და ბავშვი გათეთრდა, დააბარეს. ამ დროს ომი კი არ მინდა, საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს, ზღვა უნდა იყოს რუსეთის ადგილას. მაგ დროს არ მახსენდება არც დოსტოევსკი, არც პუშკინი, არც ლერმონტოვი, მახსენდება ის 6 წლის ჭაღარა ბავშვი.. არც მაგათი ბალეტი მინდა, არც მაგათი გედების ტბა. სიკვდილი მინდა მაგ დროს“, – ამბობს მსახიობი.