გირჩში 6-7 ადამიანი ვაპირებთ წალენჯიხაში სახლის ან მიწის შეძენას – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის და მისი პარტიის წევრები წალენჯიხაში საკუთრების შეძენას აპირებენ.

“ჩვენს გვაქვს იდეები, რომელიც მათ შორის გიას გავუზიარეთ, რისი გაკეთება შეიძლება აქ. გირჩში არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც აპირებენ წალენჯიხაში რაიმე საკუთრების შეძენას – მიწის ან სახლის და ა.შ. და ეგეთი ახლა ამ წუთში მყავს დაახლოებით 6-7 ადამიანი. გიასაც ვუთხარი ეს და დამაკვალიანა, რამდენიმე ადამიანის საკონტაქტოებიც გვაქვს წამოღებული, რომლებიც დაგვპირდნენ რომ აქ მოგვიძებნიან რაღაცებს, რაღაც საკუთრების შეძენას ვაპირებთ აქ, სახლი ან მიწა.

საკუთრების ფასი აქ თბილისთან შედარებით საკმაოდ დაბალია. ფანტასტიკური ადგილია, ფანტასტიკური ბუნებაა, ტყეში შეგიძლია იცხოვრო. ცოტა შორი კი არის თბილისიდან, მაგრამ მე მიღის”,– ამბობს ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ მერს, გია ხარჩილავას ნებისმიერ საკითხში დაეხმარება.

ცნობისთვის, წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერი ოპოზიციონერი გახდა.