“ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამკვირვებია. 6-7 წელია, რაც ვენეციის კომისიამ საქართველოსთვისაა და მსგავს ქვეყნებთან მიმართებაში აირჩია მბრძანებლური ტონი და არა ის, რაც მანამდე ახასიათებდა და ამით იყო ვენეციის კომისია ძველ დროში ძვირფასი. ვენეციის კომისია ყოველთვის იყო ნეიტრალური, ყოველთვის შემოიფარგლებოდა მკაცრად სამართლებრივი შეფასებებით და არასდროს შედიოდა მიზანშეწონილობაში და ამას უტოვებდა ქვეყანას”
კულტურის მინისტრი, ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.