“60 ოპოზიციონერი რომ იჯდეს ახლა იქ, ბუნდღა ხომ არ დარჩებოდა იმ მინისტრების”, – ასე გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
“კარგი სპორტსმენი, კარგი მუსიკოსი, კარგი მსახიობი არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად იქნება კარგი პოლიტიკოსი. ყოველდღე რეებს იძახის ეს ქალი ლისო ბოლქვაძე. დღესაც რა თქვა, რომ ბეთჰოვენი და მოცარტი უნდა ვასწავლოთ სკოლაშიო. საერთოდ რაებს იძახდნენ იმ მინისტრების დამტკიცების დროს”, – თქვა ელისაშვილმა