სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, მოსახლეობის ზემოხსენებულ კატეგორიებში პნევმოკოკით ვაქცინაცია ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა.
ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ აღნიშნული ვაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდეს.
„ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან სიკვდილიანობის გამომწვევი და ძირითადი დაავადებების გაანალიზება მოხდა. აქ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში მრავლობითად არის განვითარებული პნევმონია. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად და ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე, მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც საქართველოში ვგეგმავთ. ეს არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც დეტალურად ვამუშავებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაოდენობა და სახელობითი სია იმ ადამიანების, რომლებზეც ვცდილობთ განვახორციელოთ ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ საქართველოში ეს შევიდეს სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოქალაქეებში ამ ვაქცინის განახლება მოხდეს,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .
მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული სია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.
გარდა ამისა, ტიკარაძის ინფორმაციით, მიმდინარეობის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ პნევმოკოკის აცრა სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში შევიდეს.
„ამ ეტაპისთვის გვაქვს კონრეტული რაოდენობა და ასევე სახელობითი სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც ვცდილობთ, განვახორციელოთ ზემოთ ხსენებული ვაქცინაცია და ეტაპობრივად მოვიცავთ 60 წელს გადაცილებულ ჩვენს ყველა მოქალაქეს. არის მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ ეს შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუფში და ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ მოხდეს ამ მოქალაქეებში ვაქცინის განახლება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში.