ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 00:48

60-მდე ადამიანი შენობაშია შეკეტილი, შეუგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, არიან დაჭრილებიც – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარმია აცხადებს, რომ ერთ-ერთ შენობაში შეკეტილია 60-მდე ადამიანი, სადაც რადიკალურმა მოძალადე დაჯგუფებამ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. მისი ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც და ისინი შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებნ, რადგან შენობა და ალყაშემორტყმულია ”დამნაშავე ჯგროს მიერ”.

”60-მდე ადამიანი არის შეკეტილი ერთ-ერთ შენობაში და ალყაშემორტყმულია დამნაშავე ჯგროს მიერ. ღიად მოვუწოდებ საერთაშორისო თნამეგობრობას, საქარველოს პოლიტიკურ სპექტრს, გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს კაცი თანამდებობას ჩამოაშოროს… შეუგდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, არიან დაჭრილებიც” – აცხადებს ნიკა გვარამია.