61 წლის შერონ სტოუნი ამტკიცებს, რომ ძველებურად მშვენიერ ფორმაშია. მეგობრებთან ერთად აუზთან გადაღებული ფოტოები მსახიობმა ინსტაგრამზე დადო. ცნობილი ვარსკვლავის ფოტო ცისფერ საცურაო კოსტუმში და სათვალეში იმ დროს არის გადაღებული, როცა ის მეგობრებთან – მარტა ბლუმთან და რონ ბლუმთან ერთად “შრომის დღეს“ აღნიშნავდა, რომელიც ზაფხულის დასრულების სიმბოლოა. მეგობრები დროს აშკარად მხიარულად ატარებდნენ.
ფოტოს გამო შერონ სტოუნმა თაყვანისმცემლების კომპლიმენტები დაიმსახურა. ინსტაგრამ ხელმომწერები აღნიშნავდნენ, რომ მათი საყვარელი მსახიობი ულამაზესია, შესანიშნავი სხეული აქვს და დრო ვერაფერს აკლებს.
შერონ სტოუნი წონას და კვების რაციონს მკაცრად აკონტროლებს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მსახიობი ასთმას და შაქრიან დიაბეტს ებრძვის. წლების წინ კი უმძიმესი პერიოდი გადაიტანა. მას ექიმებმა თავის ტვინის სისხლძარღვებში ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ინსულტიც გადაიტანა. შერონი მისი ცხოვრების იმ პერიოდს სიკვდილს ადარებს. ერთ–ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ყველამ ზურგი აქცია და დაივიწყა. რეაბილიტაციისთვის 7 წელი დაჭირდა.