მილიონობით დაფინანსება, სქემები და ურთიერთობები კრემლთან – ნახეთ მასალები პატრიოტთა ალიანსის რუსული კავშირების შესახებ

რუსულ მედიაში ქვეყნდება დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

გთავაზობთ ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის დიდ ნაწილს:

ცენტრი “დოსიე“ აქვეყნებს სამუშაო დოკუმენტებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, ფინანსურ აღრიცხვას, წინასაარჩევნო მეთოდიკას და ოპერატიულ მონაცემებს გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. ცენტრი წერს, რომ ამ დოკუმენტებიდან ჩანს რას წარმოადგენს კრემლის ე.წ. რბილი ძალა მოქმედებაში:“ როგორ იბირებენ პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებს და ჟურნალისტებს სხვა ქვეყანაში. მოსკოვიდან გაგზავნილ ინსტრუქციებში კი დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა გააღვივოს პრორუსულმა ოპოზიციამ საპროტესტო განწყობა, მოაწყოს პროვოკაციები და რომელ მტკივნეულ თემებზე უნდა გააკეთოს აქცენტი.“

ცენტრის განცხადებით დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კრემლი ოქტომბრის არჩევნებზე ფსონს ირმა ინაშვილზე და დავით თარხან მოურავზე დებს, რომლებიც საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ხელმძღვანელობენ. ალიანსის წევრები მკვეთრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და მოითხოვენ საქართველომ ნატოსთან და აშშ–სთან კონტაქტი გაწყვიტოს. უკვე ჩამოყალიბებულია მრავალმლიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდორგოლები, პარტიის გასარეკლამებლად კი დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS.

თავად მიხეევს გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი პირები – უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკი, ვალერი მაქსიმოვი და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი კურირებენ.

ცენტრი ხაზს უსვამს, რომ როგორც საქართველოში, ისე რუსეთში კანდიდატებს და პარტიებს ეკრძალებათ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეების, კომპანიების, საერთაშორისო რელიგიური ორგანიზაციების, მოძრაობების, სახელმწიფო დაწესებულების და ასევე ანონიმური სპონსორების მხრიდან დაფინანსების მიღება.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პოლიტტექნოლოგმა სერგეი მიხეევმა კრემლში პატრიოტთა ალიანსის რეკლამირების და განვითარების წინასწარი გეგმა გაგზავნა. აი, ზოგიერთი ამონარიდი:

“პროექტის საერთო ღირებულებაა 700 000 დოლარი. ღირებულებაში შედის პროექტის ყველა ხარჯი, ფრენების, ტრანსპორტის, ცხოვრების, დღიური ანაზღაურების და სხვ. ჩათვლით. თუ მიმღები მხარე მზად არის საკუთარ თავზე აიღოს საკითხების ნაწილი მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ცალკე განვიხილოთ და ხარჯთაღრიცხვა კორექტირების შედეგად შემცირდეს. სამუშაოები ხორციელდება მოსკოვში წინასწარი გადახდის უზრუნველყოფის პირობით. მნიშვნელოვანია!!! ჯგუფის მონაწილეობა მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურებში, ასეთი საჭიროების შემთხვევაში, არ შედის ხარჯთაღრიცხვაში და ცალკე უნდა იქნას განხილული.“

სერგეი მიხეევი საკუთარ თავს დამოუკიდებელ პოლიტოლოგს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სპეციალისტს უწოდებს. 2010 წელს მან დააფუძნა კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი შემკვეთი რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო იყო. მან ინსტიტუტს მილიონი რუბლი გადაუხადა. გარკვეული ხნის მანძილზე მიხეევს მიყავდა ტელეგადაცემა “Россия-1“ზე რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად. 2014 წლიდან მიხეევი ლიტვის ინიციატივით ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ვებგვერდი იმაზეც წერს, რომ ირმა ინაშვილს მიყავს გადაცემა “ჯადოსნური ყუთი“, რომელშიც ხელმოკლე ოჯახებს 700–დან 1000 დოლარამდე თანხა გადაეცემათ.  მიხეევთან წინასაარჩევნო სტრატეგიის განხილვისას პარტიის წევრებმა ის დაარწმუნეს, რომ ეს სიუჟეტები არჩევნებამდე საკმარისია. ისინი ივლისი, აგვისტო, სექტემბერ–ოქტომბერში იტრიალებს, რაზეც მიხეევმა უპასუხა: “ვშიშობ, რომ ეს სექტემბერში და ოქტომბერში შეიძლება აღქმულ იქნას როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვა(ყოველ შემთხვევაში, თებერვალში რა კანონიც გადმომცეს, იმის მიხედვით), გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან.“

ცენტრი თარხან მოურავის “თავადურ წარმომავლობაზეც“ წერს. მათი ინფორმაციით, რუსეთის სამისამართო ბაზაში თარხან მოურავის ცოლი, კარინა და მისი შვილები, იორამი და ნინო დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობენ და ბიზნესით არიან დაკავებული.

მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს მისი ძმა, კომპოზიტორი და მუსიკოსი გიორგი თარხან–მოურავი, რომელიც ფსევდონიმით მოღვაწეობს – Goga TM

2014 წლის თებერვალში ის ფიგურანტი იყო თაღლითობის მცდელობის საქმეში. მოსკოვის საგამოძიებო ორგანოს ოპერატიული მონაცემების მიხედვით, მან დაამზადა ყალბი ქორწინების მოწმობა ერთი წლით ადრე გარდაცვლილ მოსკოველ ქალთან და შეეცადა მემკვიდრეობის წესით მის ბინას დაუფლებოდა, თუმცა ოპერატიულმა სამსახურმა დააკავა.

ცენტრი დოსიე მუსიკოსს დაუკავშირდა, თუმცა მან განაცხადა, რომ პირველად ესმის ამ საქმის შესახებ და კომენტარი არ გააკეთა.

ცენტრი წერს, რომ  “ინაშვილი და თარხან მოურავი რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეები არიან, ტელეკამერების წინ შიმშილობას აცხადებენ, მართავენ ხმაურიან მიტინგებს აშშ–ს საელჩოს წინ, პროტესტს აწყობენ სოროსის ფონდთან და მოითხოვენ NDI და IRI–ს დახურვას. ცენტრი ვრცელ სტატიაში შარშან სექტემბერში თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ინაშვილის მივარდნასაც იხსენებს, როცა მას დევიდ კრემერმა კონფერენციის დატოვება მოსთხოვა.“

სტატიაში ინაშვილ–თანხან–მურავის მოსკოვურ ვიზიტებზეც არის საუბარი.თუმცა ყველაზე დიდი ადგილი მაინც დაფინანსებას ეთმობა.

რაც შეეხება 700 000 დოლარს, პოლიტტექნოლოგების მომსახურებისთვის, რაზეც მიხეევი საუბრობდა, ცენტრის ინფორმაციით როგორც ჩანს მუშაობა უკვე დაიწყო. ცენტრის ინფორმაციით ოპოზიციონერებმა მოსკოვში ოთხთვიანი ბიუჯეტი გაგზავნეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდისთვის. მხოლოდ სუვენირებისთვის მათ 166 667 ათასი დოლარი აქვთ განსაზღვრული. მთლიანობაში კი ხარჯები 8 4330 625 დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსთვის უზარმაზარი თანხაა.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, უშუალოდ პარტიის პიარზე მოსკოვური კომპანია POLITSECRETS მუშაობს, რომელსაც ვერა ბლაშენკოვა ხელმძღვანელობს. მის მიღწევათა შორის, როგორც კომპანიის საიტზე წერია, არის წარმატებული კამპანიები რუსეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და 2014 წელს მოსკოვის დუმაში ედინაია რასიას წევრების არჩევა.

ბლაშენკოვას მიერ გაგზავნილ ინსტრუქციებში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იმუშაოს პატრიოტთა ალიანსმა ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველთან, გააღვივოს საპროტესტო განწყობები და წაართვას ხმები “ქართულ ოცნებას“, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და “ევროპულ საქართველოს“ მაგალითად, “სტრატეგიის“ მეთოდიკაში, გრაფაში “საპროტესტო განწყობები“ ვკითხულობთ:

“საპროტესტო განწყობების ზრდის ხელშეწყობა ნიშნავს, რომ ჩვენს ინტერესებშია საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდა, თუნდაც ეს ასევე აწყობდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას/ ევროპულ საქართველოს და ძალიან არ აწყობდეს ქართულ ოცნებას. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ საუბარს მიმდინარე პრობლემებზე, რასაც აკეთებენ კიდევაც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები + ვლაპარაკობთ მომავალ პრობლემებზე და სიტუაციის შესაძლო გაუარესებაზე, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, ანუ ხელისუფლებაში მოვა ქართული ოცნება ან ისევ ჩაიგდებს ხელში ნაციონალური მოძრაობა/ევროპული საქართველო ამერიკელებთან შეთანხმებით.“

მაგალითი: თუ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, უკვე ახალი წლისთვის გველოდება უმუშევრობის ტალღა და მოსახლეობის საქართველოდან წასვლა. ქართველები ისევ არალეგალი მიგრანტები გახდებიან ევროკავშირში.

მაგალითი: თუ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა/ევროპული საქართველო დაბრუნდება, რუსეთი ტურისტულ ნაკადს თურქეთში გაგზავნის და სოხუმის და ცხინვალის საქართველოდან დაშორებას და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას წაახალისებს.

მაგალითი: ამერიკისგან მატერიალური დახმარების მისაღებად მათი მომხრეები თანახმა არიან ექსპერიმენტზე ბავშვების “ნაადრევ სექსუალურ აღზრდასთან“ დაკავშირებით, ლგბტ და სხვ. –ს მიმართ ტოლერანტობის განვითარებაზე (როგორც უკვე ვიცით, პატრიოტთა ალიანსი ამას უკვე აკეთებს).“

როგორც “რიგით ამომრჩევლებში სიძულვილის და სიხარბის გაღვივების“ თავიდან ჩანს, პოლიტოლოგებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ემოციებზე ითამაშებენ:

“მაგალითი: უნდა მოყვეთ ოცნების/ნაციონალური მოძრაობის/ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებზე, რას ჭამენ, რას სვამენ, რა აცვიათ, რა მანქანებით დადიან, სად ისვენებენ, სად სწავლობენ მათი შვილები – სკოლები, რა ღირს ამ სკოლაში სწავლა და კვება, მკურნალობა საავადმყოფოში, სასიცოცხლოდ აუცილებელი კვების პროდუქტების ფასებთან ერთად. უნდა მოყვეთ, რა ანგარიშები აქვთ ბანკებში, რა ღირს მათი სამკაულები, ანტიკვარიატი, ნახატები, დემონსტრირება გაუკეთოთ ფუფუნებას მოსახლეობის საერთო სიღარიბის ფონზე მუდმივი შედარების გზით: მაგალითად, მათი ავტომობილის ერთი ბორბალი იმდენი ღირს, რაც გამყიდველის ნახევარი წლის ხელფასი, ანტიკვარული სკამი კი ერთი რიგითი მოქალაქის ბინის ფასი ღირს“.

არის ასეთი თავი: “ელექტორატის გახლეჩა“. ამ თავში მოსკოველი ინსტრუქტორები ასწავლიან პატრიოტთა ალიანსს, როგორ მიაყენონ ჩრდილი ოპონენტებს სხვა პარტიებიდან:

“სპოილერების არარსებობის მიუხედავად, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია შუამავლების მეშვეობით ხელი შევუწყოთ კონფლიქტებს და გავხლიჩოთ ჩვენი ოპონენტები, მითუმეტეს, თუ ისინი კოალიციაში გაერთიანდნენ. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტებითაც გაკეთდეს, ისე რომ პარტიების და ლიდერების ცნობადრობა არ გავზარდოთ. ჩვენი ამოცანაა მუდმივად გავაცოცხლოთ საკვანძო აზრი – ოპონენტები აგრესიულები არიან და აგრესიას შობენ, მათ არ შეუძლიათ მოლაპარაკება, ეზიზღებათ ერთმანეთი და უღალატებენ ნებისმიერ მომენტში. უნდა გავაუფასუროთ მათი შეთანხმებები ამომრჩეველთა თვალში. უნდა ვიმოქმედოთ არა პირდაპირ, არამედ ირიბად, ვამხილოთ მათი მორალური თვისებები, ფასეულობები, ღირებულებები.“

მოსკოველი პოლიტტექნოლოგები რჩევებით არ იფარგლებიან და პატრიოტთა ალიანსისთვის წინასაარჩევნო ვიდეორგოლებიც დაამზადეს, რომლებსაც ქართულ ტელევიზიებში წინასარჩევნოდ ჩაუშვებენ:

განგაშისა და დრამატული მუსიკის ფონზე ჩანს ციფრები უმუშევრობის, დანაშაულის მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში. მოსკოველი ტექნოლოგების ჩანაფქრით, რგოლებმა რიგით ქართველ ამომრჩეველზე უნდა შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი ზრუნავს უბრალო ხალხზე და შეუძლია ქვეყნის პრობლემების მოგვარება.

საინტერესოა, რომ ბლაშენკოვა ითხოვს მოსკოვში გაგზავნონ იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც ღიად თუ ფარულად უჭერენ მხარს პატრიოტთა ალიანსს – ფოტო, პროფესია, მოღვაწეობის სფერო და ა.შ. რა მიზნებისთვის არის ეს საჭირო, უცნობია, თუმცა პატრიოტთა  პირველი 15 კაციანი სია უკვე გაგზავნა. მათ შორის არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ–ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი, პოლიციის გენერალი ავთო ენუქიძე, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი– (გამოცემა მას შეცდომით კომუნიკაციების კომისიის უფროსად მოიხსენიებს, თუმცა ის არის მულტიპლექს სტერეო+–ის დამფუძნებელი.)

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ვერა ბლაშენკოვა მუდმივ კავშირშია ვინმე ანანოსთან თბილისში, რომელსაც კონსულტაციებს უწევს ალიანსის საარჩევნო კამპანიის საკითხებთან დაკავშირებით. ბლაშენკოვა მას აჩქარებს, ნერვიულობს და პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობას მუდმივად საყვედურობს ცუდი კომუნიკაციის და საქმის ნელა კეთების გამო.

ანანო თავს იმართლებს:

“პატივცემულო ვერა, გწერთ ჩემი სახელით. არ არის საჭირო ხელმძღვანელობისთვის ასეთი განრისხებული წერილების წერა. მე შეგიძლიათ ასე მომწეროთ, მაგრამ არა ხელმძღვანელობას . ამ პარტიის ხელმძღვანელობა ასეთი ხალხი არ არის… ეს სხვა ხალხია. მითუმეტეს, რომ ხელმძღვანელობას ზუსტადაც რომ მოეწონა თქვენი მუშაობა. ამ ქვეყანაში მიტინგების გამართვა მარტო ამ ხალხს შეუძლია, ის, რომ ინფორმაციის გაცვლა არ არის, არ ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება. არ არის საჭირო ჩვენს შორის უფსკრულის შექმნა. ამან შეიძლება ბევრი რამ გააფუჭოს.“

ანანოსთან მიმოწერას ბლაშენკოვა მიხეევს უგზავნის, ის კი თავის მხრივ წერილებს კრემლის ამიერკავკასიის კურატორს – პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების დაგეგმვის სამმართველოს დეპარტამენტის უფროსს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკს ვალერი მაქსიმოვს და მის მოადგილეს, გრუს ოფიცერს ვალერი ჩერნიშოვს. ორივე მათგანი რუსეთრის უშიშროების სამსახურების სტაჟიანი თანამშრომლები არიან.

“დოსიეს“ ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პატრიოტთა ალიანსის საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოსკოვიდან დაფინანსებული «Sputnik Грузия», «EurAsia Daily», საინფორმაციო სააგენტო  REGNUM  და პოლიტოლოგიური ცენტრი «Север-Юг», რომელსაც ანჟელიკა ტრაპეზნიკოვა ხელმძღვანელობს. ის ყოველკვირეულად გზავნის მოსკოვში ანგარიშებს, არის კრემლის კორპორატიული წვეულებების ხშირი სტუმარი.

ცენტრმა “დოსიემ“ დოკუმენტები – წინასაარჩევნო მეთოდიკები და ფინანსური ანგარიშები ცნობილ მოსკოველ პოლიტტექნოლოგს აჩვენა, რომელსაც გვარის დასახელება არ სურს, თუმცა ამბობს:

“ჩვენ რა თქმა უნდა, ვხვდებოდით, რომ მიხეევი კრემლზე მუშაობდა, მაგრამ არ ვიცოდით ზუსტად ვინ კურირებდა. ახლა ყველაფერი ნათელი და აშკარაა. არჩევნებს რაც შეეხება, ასეთ სიტუაციას ვხედავ: ახლა პარლამენტში ალიანსის 6 დეპუტატია. საუკეთესო შემთხვევაში 10 კაცს გაიყვანენ და ამინდს ვერ შექმნიან. რატომ უნდა ჩადონ თითქმის ნულოვან პარტიაში მილიონობით დოლარი? ეს სულ უფო მეტად მაგონებს სპონსორების ფულის ჩამოწერის და ათვისების ბანალურ პროცესს. ძალიან საინტერესოა, ვინ ასპონსორებს ქართველ ოპოზიციონერებს და როგორია ამაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიხეევის კურატორების როლი“ – ამბობს ის.

მასალის ორიგინალი ნახეთ აქ:

 

8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 – ირმა ინაშვილი რუსეთიდან დაფინანსებაზე

პოპულარული

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები...

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს...

მარტა კოსი ოცნებაზე:სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას...

აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ

წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბრაიან ფიცპატრიკის თქმით, „რონალდ რეიგანის კანონი...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

ყველა ამბავი

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის დასრულებამდე და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას, განაცხადეს...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით...

კობახიძე-ფეზეშქიანის შეხვედრა: ირანის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები მოითხოვა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა საქართველოსთან ურთიერთობების განსამტკიცებლად მკაფიო ჩარჩოები და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა მოითხოვა - ამის შესახებ ნათქვამია...

“ადამიანურ ენაზე: ტვ “იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს“ – გვარამია

„იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის (საინფორმაციოს უფროსი) ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ - ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს,...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...